logo
ENG


კორტნი: შეთანხმების დატოვებას გავლენა ექნება, აღმოჩნდა, რომ ოცნება ნაკლებად პროევროპულია
  • 945ნახვები

ამ შეთანხმების დატოვებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. ვგულისხმობ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების და ერთ დღეს შესაძლო გაწევრიანებისკენ სწრაფვას. პოლიტიკური სიტუაცია უფრო პოლარიზებული გახდა. ზოგი ადამიანი მეტად პროევროპულია, ზოგი - ნაკლებად. ახლა აღმოჩნდა, რომ ქართული ოცნება ნაკლებად პროევროპულია, ვიდრე ზოგი სხვა პარტია. რადგან ეს შეთანხმება ევროკავშირის ჩართულობით შედგა, ბრიუსელი ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი აქტორია. ევროკავშირიც და აშშ-ც ელის, რომ ქართველები თვითონ მოაგვარებენ საკუთარ პრობლემებს.

ასე ეხმაურება აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვებას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა