logo
ENG


კობახიძე: რადგან რიგგარეშე არჩევნების საკითხი მოიხსნა, გახარიას პარტია უფუნქციოდ დარჩა
  • 1309ნახვები

ჩვენმა გადაწყვეტილებამ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ორი პოლიტიკური ძალა - ნაციონალური მოძრაობა, რომელიც იყო მთავარი დამნაშავე ამ შეთანხმების ანულირებაში და გახარიას პარტია.

მისი პარტია შეიქმნა ერთადერთი მიზნით, რომ რამენაირად დახმარებოდა ნაცმოძრაობას იმაში, რომ ქართულ ოცნებას ვერ აეღო 43% და დანიშნულიყო რიგგარეშე არჩევნები. გამომდინარე იქიდან, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, გახარიას პარტია დარჩა უფუნქციოდ და რა თქმა უნდა, ეს აყენებს მათ მძიმე მდგომარეობაში.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში. მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა