logo
ENG


ტიკარაძე: საწოლფონდთან მიმართებაში გარკვეულ ზღვარზე ვართ, რესურსი სულ უფრო და უფრო ნაკლებია
  • 1057ნახვები

საწოლფონდთან მიმართებაში უკვე გარკვეულ ზღვარზე ვართ. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მუშაობა ყოველდღიურად, თუმცა, რესურსი უკვე სულ უფრო და უფრო ნაკლებია. ასევე გასათვალისწინებელია ექიმების გადაღლილობა, რომლებიც უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია ამ რეჟიმში მუშაობენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების გონიერების, რომ ისინი გვერდში დაუდგებიან როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე თითოეულ ექიმს და შესაბამისად, თავს შეიკავებენ იმ ღონისძიებებისგან, რომლებიც არიან მთავარი ბუსტერები.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. 6 აგვისტოს მონაცემებით,  კორონავირუსის 3 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 პაციენტი გარდაიცვალა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა