logo
ENG


პრაისი: მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება
ნედ პრაისი
07 აგვ, 2021 18:11
პრაისი: მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება
  • 1052ნახვები

13 წლის წინ ამ დღეს რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოში შეიჭრნენ, მოკლეს ასობით სამოქალაქო პირი და ათასობით ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება აიძულეს. ახლაც კი რუსეთის ძალებს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20% აქვთ ოკუპირებული. რუსეთის ოკუპაციას ტრაგიკული ფასი აქვს ადამიანების სიცოცხლისთვის, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის დროს.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისთვის სასიცოცხლო ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარებაზე წვდომის შეზღუდვამ არაერთი სიცოცხლე იმსხვერპლა და ეს დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სოლიდარობას ვუცხადებთ და ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, ასევე ველით იმ დღეს, როცა ქართული საზოგადოებები გაერთიანდება.

აცხადებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი თავის ვიდეომიმართვაში, რომელიც Twitter-ზე გავრცელდა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა