logo
ENG


კუჭავა: შესაძლებელია, 2024 წლის შემდეგ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდეს საჭირო
კახა კუჭავა
08 აგვ, 2021 13:00
კუჭავა: შესაძლებელია, 2024 წლის შემდეგ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდეს საჭირო
  • 1502ნახვები

მე პარლამენტის თავმჯდომარე ვიქნები თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, ასე გადავწყვიტო კოალიციური იქნება მთავრობა თუ არა, ნამდვილად არ არის მართალი. ფაქტი ერთია, საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს, კოალიციური იქნება მთავრობა, თუ არა. ის რეალობა თუ სად შეიძლება ვიყოთ ხვალ და ზეგ ყველა ხვდება, რომ თავისუფლად არის შესაძლებელი, მათ შორის 2024 წლის შემდეგ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდეს საჭირო, მაგრამ ეს არ არის თვითმიზანი ეს არის ხალხის არჩევანი. ერთპარტიული მმართველობა ავნებს ყველაფერს და საქართველოში ერთპარტიული მმართველობა არასოდეს იქნება.

ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ჟურნალისტების კითხვას - ემხრობა თუ არა მოსაზრებას, რომ შემდეგი ხელისუფლება კოალიციური უნდა იყოს.



ასევე ნახეთ
close დახურვა