logo
ENG


გამყრელიძე: ჩვენი რეკომენდაციაა, ფესტივალებში მონაწილეთა რაოდენობა მაქსიმუმ 100-მდე იყოს
  • 1559ნახვები

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ფესტივალებში მონაწილე ადამიანთა რაოდენობა. იყოს დაახლოებით მაქსიმუმ 100-მდე, იყოს იქ დაცული სრულად დისტანცია 1.5-2 მეტრი ერთმანეთთან დგომის ან ჯდომის, იყოს აუცილებლად ნახმარი პირბადე. ასევე, რეკომენდირებულია, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც მიდის დასასწრებად, იყოს ორჯერადად აცრილი ან ჰქონდეთ ჩატარებული pcr ტესტი ბოლო 72 საათში, ან ბოლო 24 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტი.

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.



ასევე ნახეთ
close დახურვა