logo
ENG


გამყრელიძე: ლუგარში დადასტურებული ინფიცირების შემთხვევების 90% დელტა შტამზე მოდის
  • 2233ნახვები

ეპიდსიტუაცია რთულია არამარტო ჩვენთან, არამედ გლობალურად. ეს დაკავშირებულია ახალ მოცირკულირე შტამებთან. დღეს წინა პლანზე ყველგან გამოდის დელტა შტამი, ასევე დელტა+. მოგეხსენებათ, ვირუსი იბრძვის და არ არის გამორიცხული, სხვა სიურპრიზებიც დაუყენოს კაცობრიობას. ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით ცირკულაციას სხვადასხვა შტამებისა ქვეყანაში. ლუგარის ლაბორატორიაში დადასტურებული თითქმის ყველა დადებითი შემთხვევის 90% მოდის დელტა შტამზე [ე.წ. ინდური შტამი]. დელტა შტამი მოგეხსენებათ ხასიათდება მეტი აგრესიულობით, მეტი გავრცობადობით, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში. სწორედ ამიტომ გვაქვს ინფექციის სერიოზული გავრცელება სხვა მიზეზებთან ერთად.

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.



ასევე ნახეთ
close დახურვა