logo
ENG


ღარიბაშვილი: პანდემია წლის ბოლოს არ დასრულდება, შეიძლება, კიდევ 2-3 წელი გაგრძელდეს
  • 1848ნახვები

ისე მიმდინარეობს გლობალური ტენდენცია, ვისმენთ ​ჯანმოს წარმომადგენლების შეფასებებს, მათ პროგნოზებს, რომ ეს პანდემია გაგრძელდება მეგობრებო. ეს არ დასრულდება წლის ბოლოს. ვინმეს არ ჰქონდეს ამის განცდა, რომ პანდემია დასრულდება მსოფლიოში წლის ბოლოს, ასე არ მოხდება. ეს შესაძლოა გაგრძელდეს კიდევ რამდენიმე წელიწადი, 2-3. მეცნიერები ზუსტ პროგნოზს ვერ ამბობენ იმიტომ, რომ დამოკიდებული არიან ადამიანის ქცევაზე. ჩვენი გონივრული ქცევა უნდა იყოს შემდეგი: აუცილებელია აცრის ჩატარება. როგორც იცრებიან ადამიანები ჩვეულებრივი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით, ანალოგიურად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ დაიწყება და დამკვიდრდება მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში აცრის ჩატარება. აცრა არის სრულიად უსაფრთხო, არავითარი გვერდითი მოვლენები, გართულებები არ ახლავს. 

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა