logo
ENG


გაბუნია: ჩავატარეთ ანალიზი - საავადმყოფოში მოხვედრილების უდიდესი ნაწილი აცრილი არ ყოფილა
  • 1475ნახვები

ჩვენ გავაკეთეთ ინფიცირებულების ანალიზი მარტიდან აგვისტოს 17 რიცხვამდე აცრილი პირების რაოდენობის მიხედვით. ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი ვაქცინირებული არ იყო. საავადმყოფოში მოხვედრილების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა.

რაც შეეხება რეანიმაციის განყოფილებას, რეანიმაციაში აქამდე მკურნალობა გაიარა დაახლოებით 3500 პირმა. მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო დაახლოებით 1%-მდე და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0,3%. ანუ, ორჯერ ვაქცინირებულების ერთეული შემთხვევები მოხდა რეანიმაციაში ამ 3500 პირიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად ვაქცინა მუშაობს და იცავს მძიმე შემთხვევების განვითარებისგან.

თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. 19 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 921 ახალი შემთხვევა.



ასევე ნახეთ
close დახურვა