logo
ENG


გამყრელიძე: თუ ყველა აიცრება, სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი ქვეყანაში აღარ იქნება
  • 1434ნახვები

გთხოვთ მედიას, ყველა გადაცემის და ყველა საინფორმაციო საშუალების მთავარი სლოგანი იყოს - "წადი და აიცერი". აცრა გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს. დაიმახსოვრეთ, ათასი ჩატარებული აცრა არის სულ მცირე, ერთი გადარჩენილი სიცოცხლე. აცრის გარეშე პანდემია ვერ გაჩერდება. თუ ჩვენ ყველა ავიცრებით, ახლა ჩვენი სამიზნე 60%-ია და თუ ავედით 80%-ზე ეს უკეთესი იქნება და მაშინ ვნახავთ, რომ კოვიდით სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი საერთოდ არ იქნება ქვეყანაში ან იქნება მხოლოდ ერთეულები.

თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 20 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსის 4743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 59 ადამიანი.



ასევე ნახეთ
close დახურვა