logo
ENG


ლომჯარია: მთავრობამ აცრის კამპანიაზე უარი თქვა ანტივაქსერთა ​მხარდაჭერის დაკარგვის შიშით
  • 4094ნახვები

არ არის სიმართლე, რომ ხელისუფლებას არ ჰქონია კოვიდის მართვის პოლიტიკა - მას ჰქონდა პოლიტიკა და ეს პოლიტიკა გულისხმობდა: ა. საზოგადოების ჯანმრთელობის და მრავალი ადამიანის სიცოცხლის რისკის ხარჯზე ეკონომიკური ზრდის მიღწევას; ბ. კანონდამრღვევი მოქალაქეების წინასაარჩევნოდ გულის მოგებას პირბადეების ტარების ვალდებულების გაუქმებისა და ჯარიმების ჩამოწერის გზით; გ. აცრების პოპულარიზაციის აქტიური კამპანიის წარმოებაზე უარის თქმას ანტივაქსერების მრავალრიცხოვანი ჯგუფის მხარდაჭერის დაკარგვის შიშით.

ოპოზიციის პოლიტიკა იყო, ეთქვა ყველაფერი საწინააღმდეგო, რასაც ხელისუფლება გააკეთებდა.

წესით დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვა აბარია, მოექცა პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ და ვერც წინააღმდეგობის გაწევის თავი აღმოაჩნდა.

ასე იქნება ყველა სფეროში, სანამ უცოდინარი პოლიტიკოსები პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ და სანამ დამოუკიდებელი ინსტიტუტები იქნებიან მათთან თვალებში შემციცინე პოზაში.

ამიტომ ვართ დღეს ყველაზე მგლოვიარე და დაზარალებული ქვეყანა. 74 ადამიანი დავკარგეთ მხოლოდ 1 დღეში. 

თქვა სახალხო დამცველმა მძიმე ეპიდვითარების შესახებ. ბოლო 24 საათში კორონავირუსსს 74 ადამიანი ემსხვერპლა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა