logo
ENG


თარგამაძე სანაიას საქმეზე: ცუდი სასამართლო, ცუდი მმართველობა კლავს
  • 1340ნახვები

ის, რაც დღეს ვახოსთან დაკავშირებით მოხდა ან ის, რაც ხდება პანდემიასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი არის ცუდი მმართველობის ბრალი. ამას ჰქვია სახელი - ცუდი მმართველობა. საქართველოს დღევანდელ პირობებში, ჩვენს ეპოქაში ეს პირდაპირი გაგებით კლავს. ხალხო, კონკრეტულად ღარიბაშვილი კი არ მიდის და კლავს, ცუდი მმართველობა კლავს. მოსამართლე კერატიშვილს კი არ უჭირავს ხელში კომბალი და კი არ ურტყამს თავში ადამიანებს - ცუდი სასამართლო, ცუდი მმართველობა კლავს. ცუდი მმართველობის დრო ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. ამას ვერ დაამთავრებს ვერც ერთი ვარსკვლავბიჭუნა, ვერც ერთი პოლიტიკური სუბიექტი იმიტომ, რომ ყველაფერი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა იმისთვის, რომ დაექუცმაცებინა და დაეყო საზოგადოება.

განაცხადა ფორმულას საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამის მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი თარგამაძემ გადაცემა პოლიტმეტრში.   ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებმა საპატიმრო დღეს დატოვეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამივე მათგანს შეეფარდა 6-თვიანი პატიმრობა, ეს ვადა კი დღეს 25 აგვისტოს ამოიწურა.



ასევე ნახეთ
close დახურვა