logo
ENG


გაბუნია: ჰოსპიტალში მოხვედრილი ინფიცირებული პირების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ არის
  • 555ნახვები

უდიდესი ნაწილი ჰოსპიტალში მოხვედრილი ინფიცირებული პირების არის არავაქცინირებული. მათ ვაქცინაცია არ ჩატარებიათ არც ერთი და არც ორი დოზით. ასევე, გარდაცვალების უდიდესი ნაწილიც არის არავაქცინირებულ პირებში. 

რაც შეეხება ასაკობრივ სტრუქტურას, ჩვენ ასაკობრივ სტრუქტურაში განსხვავებას გასულ ტალღებთან მიმართებით. გარდაცვალების შემთხვევები დომინანტურია მაღალ ასაკობრივ ჯგუფში, 70 წელს ზემოთ ასაკში. სხვა ასაკობრივ ჯგუფებში ერთეულია გარდაცვალების შემთხვევები. 

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია. 3 სექტემბრის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 86 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3034 ახალი შემთხვევა. სრულად აცრილია მოსახლეობის 15,3%.



ასევე ნახეთ
close დახურვა