logo
ENG


გამყრელიძე: აცრა 25-ჯერ შეამცირებს ორსულების დაინფიცირებისა და გარდაცვალების რისკებს
  • 1848ნახვები

სამწუხაროდ, ეს დელტა შტამი აღმოჩნდა ძალიან ვერაგი ორსული ქალბატონების მიმართ. შარშან ჩვენ გვქონდა მხოლოდ ერთი გარდაცვალების შემთხვევა, წელს უკვე 13-ია და მგონი დაემატა - ძალიან სამწუხარო ფაქტია. ახლა 20-დან 25 ათასამდე ორსულია ქვეყანაში. ყველა მათგანი მივიდეს და აიცრას ფაიზერით და ორსულობის პერიოდში გაიკეთონ ფაიზერის 2 აცრა. ეს, თითქმის, 25-ჯერ, მეტჯერ, შეამცირებს რისკს მათი დაინფიცირების და დაახლოებით, ორი ასეულით შეამცირებს გართულებების და გარდაცვალების რისკს. სამწუხაროდ, ეს შტამი ძალიან ერჩის ორსულ ქალბატონებს და ორსულ ორგანიზმს.

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ვებინარზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა