logo
ENG


ღარიბაშვილი: გლდანის ციხეში, სადაც ადამიანებს აწამებდნენ, დღეს მოჰყავთ ჟოლო
  • 761ნახვები

ცნობილ გლდანის ციხეში, რომელიც სავსე იყო ჯალათებით და ხდებოდა ადამიანების წამება და გაუპატიურება, დღეს პატიმრებს მოჰყავთ ჟოლო, ციხის ტერიტორიაზე, მცირე მეწარმეობა მოვაწყობინეთ, დავეხმარეთ და ასე ვუწყობთ ხელს მათ რესოციალიზაციას. ეს არის ჩვენი ხელწერა, ამით განსხვავდება ქართული ოცნება ნაცმოძრაობისგან და სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმისგან. ამიტომაც, ჩვენ ყველამ მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ქართული ოცნება ძლიერად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში. 

თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ხონში, ხონის მერობის კანდიდატის, ლადო ჯურხაძის წარდგენისას. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რეგიონებში მერობის კანდიდატებს პრემიერმინისტრი უშუალოდ წარადგენს და სიტყვით გამოსვლის დიდ ნაწილს ენმ-ის ხელისუფლებაზე ლაპარაკს უთმობს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა