მე უზუგდიდოდ ერთი წუთიც არ მიცოცხლია. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ზუგდიდი არ უნდა შევარცხვინო. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც, როცა თბილისში გადადიან და წარმატებას აღწევენ, ავიწყდებათ, საიდან არიან. მე ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ ზუგდიდელი ვარ. ეს თვისებები ზუგდიდმა გამომიმუშავა - ჩემმა მშობლებმა, ჩემმა ნათესავებმა, ჩემმა მასწავლებლებმა.
თქვა ენმ-ის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.