logo
ENG


ტიკარაძე: სავარაუდოდ მხარს დავუჭერთ სატრანსპორტო გახსნებს
  • 1119ნახვები

ჩვენ სავარაუდოდ მხარს დავუჭერთ სატრანსპორტო გახსნებს, რათა ეფექტურად შეძლონ მოქალაქეებმა გადაადგილება სწავლის დაწყების პროცესში. ხვალ ჩვენ მოვისმენთ შრომითი ინსპექციის მხრიდან ეფექტურ ღონისძიებებს, რაც შეიძლება გატარდეს ტრანსპორტში, რათა არ მოხდეს იქ გაზრდილი მობილობის შედეგად ინფექციის გავრცელება და არ დავუბრუნდეთ იმ ცუდ ნიშნულს, რომელზეც ვიყავით

განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში. შეგახსენებთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების მოტივით, ხელისუფლებამ 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდა, მოგვიანებით კი შეზღუდვამ 13 სექტემბრამდე გადაიწია. 



ასევე ნახეთ
close დახურვა