logo
ENG


გახარია: კახამ ხომ ჩააბარა ტესტი კოკაინზე, მაინტერესებს, დებატების ტესტს როგორ ჩააბარებს 
  • 2498ნახვები

ნარკოტესტთან დაკავშირებით მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. რამდენჯერმე ჩამიბარებია. როცა თავისუფალი დრო მექნება, ამას გავაკეთებ, არჩევნებამდე. ვინმემ უნდა განმისაზღვროს, ხვალ გავაკეთებ თუ მერე? კახამ ხომ ჩააბარა ტესტი კოკაინზე, ახლა მაინტერესებს, დებატების ტესტს როგორ ჩააბარებს. მე ჩემს ტესტს როგორმე მივხედავ. 

თქვა ექსპრემიერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ რუსთავი 2-ის ეთერში. ქართული ოცნების კანდიდატმა, კახა კალაძემ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მან შარდის ანალიზი ჩააბარა და ნარკოტიკზე "სუფთაა". ამასთან, კალაძემ თქვა, რომ კონკურენტებთან დებატებს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დათანხმდება. 



ასევე ნახეთ
close დახურვა