კიდევ ერთხელ მივულოცე პრემიერმინისტრს არჩევნებში გამარჯვება. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის სტაბილურობას, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სტაბილურობას და ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის და ზოგადად, რეგიონის სტაბილურობას.
ჩვენი საერთო ხედვაა, რომ ჩვენი რეგიონი ეტაპობრივად გარდავქმნათ ახალი შესაძლებლობების, განვითარების და მშვიდობის რეგიონად. ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას.
წერს Facebook-ზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ.