logo
ENG


სუბარი Edison Research-ზე: კეზერაშვილის შურისძიებაა იმაზე, რომ დანაშაულში ამხილეს
სოზარ სუბარი
10 სექ, 2021 18:39
სუბარი Edison Research-ზე: კეზერაშვილის შურისძიებაა იმაზე, რომ დანაშაულში ამხილეს
  • 1113ნახვები

გუშინ გამოქვეყნდა, Edison Research-ის კეზერას კვლევები, რომელიც უბრალოდ, შურისძიებაა იმისთვის, რომ ქართულმა სასამართლომ დანაშაულში ამხილა და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პასუხად მან გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც მაქსიმალურად სცადა, რომ ქართული ოცნების რეიტინგი დაეგდო და რეიტინგი აუმაღლა ისეთ პარტიებს, რომლებსაც სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობათ. მაგალითისთვის ლეიბორისტული პარტია, რომელმაც წინა არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი ძლივს გადალახა, მას მერე ამ პარტიას არაფერი გაუკეთებია და ყველამ კარგად იცის, რომ შეუძლებელია დღეს მისი რეიტინგი 6% იყოს. მსგავსი სიცრუით ისინი ვერ შეძლებენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. უკეთესი იქნება პროგრამები წარმოადგინონ და ხალხს თავიანთი ხედვა გააცნონ. 

 

თქვა ქართული ოცნების წევრმა, სოზარ სუბარმა იმედის ეთერში საუბრისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა