logo
ENG


სანაია: ოცნება საჯაროდ აქებს ეკლესიას, სინამდვილეში უსმენს და აშანტაჟებს სასულიერო პირებს
ვახო სანაია
13 სექ, 2021 20:09
სანაია: ოცნება საჯაროდ აქებს ეკლესიას, სინამდვილეში უსმენს და აშანტაჟებს სასულიერო პირებს
  • 1177ნახვები

ქართული ოცნების ხელისუფლება საჯაროდ აქებს, ადიდებს, ეთაყვანება ეკლესიას, საპატრიარქოს. მის დამცველად მოაქვს თავი. ქართული ოცნება ეკლესიის მტრობას აბრალებს ყველას.

სინამდვილეში : თავად უთვალთვალებს, უსმენს, იწერს, აარქივებს და აშანტაჟებს მაღალი თუ დაბალი რანგის სასულიერო პირებს. უვარდება საძინებლებში.

ჩვენ, ვისაც გული შეგვტკივა ეკლესიაზე და ვამბობთ საჯაროდ, რაც არ მოგვწონს, ეკლესიის მტრებს გვიწოდებთ, სინამდვილეში კი თავად მიწასთან ასწორებთ ამ ინსტიტუციას.

მაინტერესებს, რას ეუბნება ქართული ოცნება მრევლს - მედია იწერდა სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ტოტალურად ?!

აგერაა 2 ოქტომბერი და ვნახოთ, რას გადაწყვეტს ხალხი", - წერს სანაია.

წერს ფორმულას ტელეწამყვანი ვახო სანაია facebook-ზე სასულიერო პირების შესახებ, სავარაუდოდ, სუს-ის საიდუმლო ფაილებთან დაკავშირებით.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა