logo
ENG


ჯაფარიძე ჩანაწერებზე: ტოტალიტარიზმის ბოლო სტადიის ჩვეულებრივი, კლასიკური სახეა
  • 1330ნახვები

ახალი მანდ არაფერი იყო. ყველამ იცის, რომ გვისმენენ, თუმცა სიახლე იყო ის, რომ მე რაც ვნახე, ფეისბუქ მესენჯერის მიმოწერებს კითხულობენ, რაც ნიშნავს, რომ ან ტელეფონში არიან შემომძვრალი, ან კომპიუტერში. 

ჩვეულებრივი, კლასიკური სახეა ტოტალიტარიზმის ბოლო სტადიის, როდესაც, იმისთვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, შემომძვრალი არიან ადამიანის ცხოვრებაში ყველგან, სადაც კი შეიძლება შემოძვრნენ და აკონტროლებენ ადამიანების ცხოვრებას და ამას იყენებენ, როგორც მართვის ბერკეტს. სასულიერო პირი იქნება, ჟურნალისტი თუ პოლიტიკოსი, ეს სჭირდებათ, რომ გააკონტროლონ და თუ დასჭირდათ, მერე დააშანტაჟონ. 70 წელი ვიცხოვრე საბჭოთა კავშირში. ესენი საბჭოთა კავშირს ვერ დაეწევიან, მაგრამ ძალიან შორსაც აღარ არიან. მანდ არიან მისული. 

ამბობს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ტვ პირველის ეთერში სავარაუდოდ, სუს-ის მიერ მომზადებულ მასალებთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა