"არ ვიცი ვინ არის, შეიძლება იყოს ხოჯევანიშვილი, შეიძლება სხვა ვინმე. დაველოდოთ გამოძიებას. ვინც არ უნდა იყოს, ამ ქმედებას მოყვება შესაბამისი მკაცრი რეაგირება.
თბილისის მერმა კახა კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, განიხილება თუ არა ვერსია, გავრცელებულ ფაილებთან სუს-ის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იყოს დაკავშირებული.