logo
ENG


თურნავა: ხელფასების ზრდა გარდაუვალია
  • 2998ნახვები

შრომის ანაზღაურების ზრდა გარდაუვალია, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს ინკლუზიური და უფრო მეტად აისახოს თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, ეს უნდა აისახოს შრომის ანაზღაურების ზრდაზეც. ეს ტენდენცია დაწყებულია და მივესალმებით ამას.

თქვა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საქსტატის მონაცემებთან დაკავშირებით. საქსტატის გამოთვლით, 2021 წლის მეორე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი, 2020 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 15.5%-ით გაიზრადა და 1 328 ლარი შეადგინა.



ასევე ნახეთ
close დახურვა