logo
ENG


თურნავა: საქართველო არის სტაბილურობის, სიმშვიდისა და განვითარების კუნძული
  • 1895ნახვები

ადგილობრივი ინვესტიციები იმიტომ იზრდება, რომ განცდა აქვს ჩვენს ბიზნესს, რომ მიუხედავად პანდემიისა, მომავალი არის დადებითი, ენდობა პოლიტიკას, ვითარებას, ვაქცინაციის მაღალ ტემპს და აინვესტირებს, რისი განცდაც შეიძლება, არ ჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებს, იმიტომ, რომ ინვესტორები გახდნენ უფრო ფრთხილები, გამომდინარე გლობალური პრობლემებისა, რაც არის.

თითოეულ კონკრეტულ ქვეყანასთან ჩვენ ინდივიდუალურად უნდა ვიმუშაოთ, იმისთვის, რომ დავარწმუნოთ, რომ კი, პანდემიაა, გლობალური მოულოდნელობებია და ბოლომდე განჭვრეტადი არ არის მომავალი, მაგრამ საქართველო არის სტაბილურობის, სიმშვიდისა და განვითარების კუნძული.

თქვა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავა პალიტრანიუსის ეთერში ინვესტიციებზე საუბრისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა