ქართული ოცნება / Georgian Dream არ გცხვენიათ? 40 ათასი ლარის გოჭი რამ შეგაკვეთინათ, მთელი სამეგრელოს გოჭები რომ გააჟლეტინეთ.
ცნობისთვის, ფოთში 32 საარჩევნო უბანია, რაც ნიშნავს რომ ერთ საარჩევნო უბანზე ფოთში ოცნება საშუალოდ 6 გოჭს არიგებს.
დანარჩენ საქართველოს მინდა მივმართო. არ დაკმაყოფილდეთ კარტოფილით და ზეთით. გოჭზე ნაკლებს ხელი არ ახლოთ. უჭირთ და ყვავს კაკალი, ხოლო ბიძინას გოჭი გააგდებინეთ.
ჩემო ფოთელებო, გოჭით არჩეულ მერს კი რა ერქმევა თქვენც კარგად იცით.
პ.ს. პრასი არ დაგავიწყდეთ
წერს გიგი უგულავა ფეისბუქზე. უგულავა ფოთის მერობის კანდიდატია, ის ენმ-მ წარადგინა და მხარს ოპოზიციის ნაწილი უჭერს. ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ფოთში ბექა ვაჭარაძეა.