logo
ENG


წერეთელი EU-ში ელჩის დაბარებაზე: არ დარჩებოდა რეაგირების გარეშე და არც მომავალში დარჩება
  • 16673ნახვები

ამგვარი ფაქტი, ტოტალური და შემდეგ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელების მოსმენები, რა თქმა უნდა, არ დარჩებოდა არანაირად რეაგირების გარეშე და არც მომავალში დარჩება. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ ხდება ამ მოსმენების წარმოება ქვეყნის საზიანოდ და იმის მაგივრად, რომ საქართველოს ელჩს ევროკავშირში, იბარებდნენ და ხვდებოდნენ საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე, ახალ პროექტებზე, ქვეყნის დახმარებაზე, ხვდებიან ასეთ საკითხზე გასაკიცხად, საყვედურისთვის, კითხვების დასასმელად, თუ რატომ ხდება ასეთი რამ საქართველოში.

ეს კიდევ ერთი მახასიათებელია იმისა, თუ რამდენად მავნებელი ნაბიჯები იდგმება საერთაშორისო თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

ამბობს ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი სუს-ის მოსმენების გამო ევროკავშირში საქართველოს ელჩის ბრიუსელში დაბარებაზე.

სუს-ის ჩანაწერებში გაშიფრულია ევროკავშირისა და ისრაელის ელჩების საუბრები, მათ შორის უშუალოდ თანამშრომლებთან.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა