ხელისუფლება ქვეყანას გააკოტრებს. როგორც ვხედავთ, კიდევ ახალი სარჩელის საფუძველი წარმოიშვა, ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს. შეუძლებელია, ქართული ოცნების პირობებში გადავურჩევთ იმ გამოწვევებს, რომელსაც ქართული ოცნება უქმნის ქვეყანას თავისი უუნარო, არაკომპეტენტური, მავნებლური მართვით.
ახლა ჩვენ ვნახეთ, რომ 800 მილიონი დოლარის პრეტენზია შეიძლება გაჩნდეს ჩვენი ქვეყნის მიმართ, არსებობს უკვე უზარმაზარი ფულადი პრეტენზიები ჩვენი ქვეყნის მიმართ, ეს არის ქართული ოცნების მავნებლური პოლიტიკის შედეგი, როდესაც ის ერჩის და დევნის ქვეყნიდან ინვესტორებს და ამის გაგრძელება ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა გაკოტრდება.
თქვა ლელოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ კომპანია ENKA-ს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას წყვეტს. შესაბამისად, კომპანია ნამახვანჰესს აღარ ააშენებს.