logo
ENG


მელია: კობახიძე დგას და შავზე თეთრს საუბრობს - არ დარჩა უცხოელი მეგობარი, ვინც ამათ უჯერებს
ნიკა მელია
23 სექ, 2021 15:06
მელია: კობახიძე დგას და შავზე თეთრს საუბრობს - არ დარჩა უცხოელი მეგობარი, ვინც ამათ უჯერებს
  • 16570ნახვები

ბატონი კობახიძე რომ დგას და შავზე თეთრს რომ საუბრობს, ვფიქრობ, რომ უკვე აღარ დარჩა უცხოელი მეგობარი, ვინც ამ ადამიანებს უჯერებს და გუშინდელი დღე იყო ამისი ნათელი დადასტურება. აშშ-ის საელჩოს განცხადება, კარლ ჰარცელის განცხადება, ამათი ელჩის დაბარება ბრიუსელში, რაზე მეტყველებდა? ეს შემთხვევით არ გაკეთებულა. როგორც წესი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მეგობრები მაქსიმალურად თავს იკავებენ ასეთი განცხადებებისგან უბრალოდ ისინი იძულებული გახადა ამ ბატონმა, ივანიშვილმა, ღარიბაშვილმა და კალაძემ, რომ ეს განცხადება გაეკეთებინათ, რითიც მხარი დაუჭირეს ქართველ ხალხს. 

ამბობს ენმ-ის თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია. გუშინ, 23 სექტემბერს სუს-ის მოსმენების გამო ევროკავშირში საქართველოს ელჩი ბრიუსელში დაიბარეს

სუს-ის ჩანაწერებში გაშიფრულია ევროკავშირისა და ისრაელის ელჩების საუბრები, მათ შორის უშუალოდ თანამშრომლებთან.



ასევე ნახეთ
close დახურვა