logo
ENG


მელია: პატივია ვიყო იმ ბრძოლის ავანგარდში, როდესაც ჩემი მოწინააღმდეგეები არიან მოძალადეები
ნიკა მელია
23 სექ, 2021 21:14
მელია: პატივია ვიყო იმ ბრძოლის ავანგარდში, როდესაც ჩემი მოწინააღმდეგეები არიან მოძალადეები
  • 880ნახვები

პატივია ჩემთვის ვიყო იმ ბრძოლის ავანგარდში, როდესაც ჩემი მოწინააღმდეგე არის არა პოლიტიკოსი, არა პოლიტიკური პარტია, არამედ არიან მოძალადეები, რომლებიც გამოიყენებენ ყველაზე შემზარავად ამორალურ სახეობას დანაშაულისას და ეს არის შანტაჟი და ფარული მიყურადება.

არ ვაპირებთ ქედის მოხრას, არ ვაპირებთ უკან დახევას. ვაპირებთ გამარჯვებას 2 ოქტომბერს ქართველი ხალხის სახელით და 2 ოქტომბრის შემდეგ ამ ქვეყანაში შესაძლებელი გახდება ნორმალური პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრების წარმართვა. 

ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ 2 ოქტომბერს ჩვენ გავატანთ გამარჯვებას ბიძინა ივანიშვილს, ყველა უბანს დავიცავთ და ყველა შემაჯამებელ საარჩევნო ოლქს გამოვიტანთ ხელუხლებელს და საქართველო და ქართველი ადამიანი იზეიმებს გამარჯვებას მოძალადეებზე

2 ოქტომბერს დაიწერება საქართველოს ისტორია, ჩვენ ყველანი ვწერთ ყველანი ისტორიას 2 ოქტომბერს. ვერც ერთი მოძალადე,  ვერც ერთი კრიმინალი, ვერც ერთი პროვოკატორი ჩვენ ვერ გადაგვახვევინებს მართალი და ჭეშმარიტი გზიდან.

თქვა ენმ-ს თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ. 

დღეს, 23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისის წინ ირაკლი კობახიძე და  ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა