logo
ENG


ღარიბაშვილი: როცა გადავდექი, ათონის მთაზე წავედი, რომ დეტოქსი განმეცადა
  • 2741ნახვები

30 წლის ასაკში ვკურირებდი მთელ ძალოვან ბლოკს - მაშინ სამინისტრო იყო ერთიანი, შედიოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ყველა სამასხურები და ბუნებრივია, დიდია ცდუნება ახალგაზრდა 30 წლის ბიჭისთვის, როცა ნებისმიერ შენს თქმაზე საქმე კეთდება და შენს მითითებებს ასრულებენ, დიდი ცდუნებაა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი გამოცდა ადამიანისთვის.

პრემიერმინისტრად დანიშვნის შემდეგ მეც მქონდა თავბრუსხვევა, ძალაუფლება ცვლის ადამიანს და თუ შინაგანად არ გაქვს სიმყარე და ფუნდამენტი, რაზეც დგახარ, შენი წესები, მორალი, რაც განსაზვრავს შენს ქმედებას და მეგზურია შენს ცხოვრებაში, ძალიან რთულია გაუძლო ამ ძალაუფლების ცდუნებას. როცა მე გადავდექი, შეგნებულად წავედი ათონის მთაზე და შობას შევხვდი იქ, მარტო წავედი, რომ ერთგვარი დეტოქსი განმეცადა. ჩემს თავთან დავიწყე ჭიდილი, ბრძოლა გამოვუცხადე ჩემს თავს.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმედის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა