logo
ENG


ღარიბაშვილი Edison Research-ზე: 2 ოქტომბერს დამტკიცდება, რომ ეს კვლევაც აღმოჩნდება ტყუილი
  • 17586ნახვები

ამ კვლევას აკეთებს სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი არჩევნების გამყალბებელი. მე შევახსენებ მოსახლეობას, რომ ბატონი ლევან თარხნიშვილი იყო ცესკო-ს თავმჯდომარე და სწორედ ის იყო მხილებული არაერთგზის ჩვენი მოსახლეობის, ბევრი ადამიანის მხრიდან უმძიმეს გაყალბების ფაქტებზე.

შესაბამისი, რა თქმა უნდა, პასუხი არის ცხადი, რომ თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევას არავითარი სანდოობა არ გააჩნია... ედისონ რისერჩი და კიდევ ათასი ორგანიზაციის ბრენდულ სახელებს იყენებდნენ თარხნიშვილის კვლევის ორგანიზაციები და ამით ცდილობდნენ საზოგადოების განწყობების მანიპულირებას. რა თქმა უნდა, ეს არჩევნებით ყოველთვის მტკიცდებოდა, რომ ეს იყო ტყუილი.

შესაბამისად, დასკვნა იქნება შემდეგი, რომ 2 ოქტომბერს დამტკიცდება, რომ მორიგი ასეთი გაყალბებული კვლევაც აღმოჩნდება ტყუილი და ამას ქართული საზოგადოება, ჩვენი მოსახლეობა საბოლოო ვერდიქტს კიდევ ერთხელ გამოუტანს.

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Edison Research-ის ახალ კვლევასთან დაკავშირებით. კვლევის თანახმად, კალაძეს მხარს 43% უჭერს, მელიას - 30%, გახარიას - 12%



ასევე ნახეთ
close დახურვა