logo
ENG


თურნავა: საქართველოს ბიზნესგარემო ინვესტორს უჩენს ხალისს, საუკუნის პროექტებს მოკიდოს ხელი
  • 622ნახვები

ეს არის გრანდიოზული პროექტი. სულ მცირე 100 მილიონი დოლარის ინვესტიციაა, რომელიც აქ ეტაპობრივად განხორციელდება. მინიმუმ 2 000 ადამიანი დასაქმდებაამ რაც ალბათ ყელაზე მნიშვნეკოვანია ბათუმისთვის. 

ეს უდიდესი ინვესტიცია საკმაოდ საინტერესოა, თუნდაც ტექნიკური თვალსაზრისით, საკმაოდ რთულად განსახორციელებელია და მოითხოვს, რა თქმა უნდა, ძალიან დეტალურ კვლევას, რაზეც ინვესტორი სრულ პასუხისმგებლობას იღებს და უახლოესი თვეების განმავლობაში ყველა აუცილებელ კვლევას განახორციელებს, რომელიც ამ პროექტის მიმზიდველობას და განხორციელებადობას უფრო მეტად დაადასტურებს.  

ამაში ეჭვი არ გვეპარება იმიტომ, რომ დღეს საქართველოში შექმნილია ისეთი ბიზნესგარემო, რომელიც ქართველ ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას და უჩენს ხალისს სწორედ ასეთ საუკუნის, ამბიციურ პროექტებს მოკიდონ ხელი და 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის ვალდებულება აიღონ საქართველოში, აჭარაში, ბათუმში. 

ასეთი სამომავლო საქართველო გვინდა ჩვენ. ასეთი მშვიდობიანი, სტაბილური და განჭვრეტადი ბიზნესგარემოს და განჭვრეტადი ბიზნესგეგმების გარანტიას ვიძლევით ჩვენ.

თქვა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმში, ამბასადორ აილენდის პროექტის პრეზენტაციაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა