logo
ENG


აუსტრევიჩუსი: ეს არის არჩევნები, რომელიც საქართველოს მომავალს განსაზღვრავს
  • 754ნახვები

უნდა გითხრათ, რომ დიპლომატები ევროკავშირიდან, დიპლომატები დასავლეთიდან არ წარმოადგენენ სტრატეგიულ საფრთხეს საქართველოსთვის. ამიტომ, როდესაც უსმენენ ჩვენს დიპლომატებს, ეს არის პირდაპირი ნიშანი, რომ ჩვენ არ გვენდობით. უნდა გააცნობიერონ თბილისში მაღალი თანამდებობის პირებმა, რომ ჩვენთვის ეს სავსებით მიუღებელია და ამას გავიმეორებთ ყოველ ჯერზე, როცა გვექნება შეხვედრა ქართველ პოლიტიკოსებთან, რომელ პარტიასაც არ უნდა წარმოადგენდნენ ისინი. ამას გავიმეორებთ ყოველთვის.

ეს არის გაკვეთილი, რომელიც უნდა ვისწავლოთ და არ გავიმეოროთ. უნდა გავაკეთოთ დასკვნები ამ სიტუაციიდან. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ 2 ოქტომბერი იქნება დღე, რომელიც მოგვცემს მტკიცებულებებს საქართველოს დემოკრატიზაციის, ევროპეიზაციისა და ევროინტეგრაციის. ეს არ არის რიგითი არჩევნები, რომელიც რომელიმე პოლიტიკური ელიტის ამბიციები უნდა დააკმაყოფილოს, ეს არის არჩევნები, რომელიც საქართველოს მომავალს განსაზღვრავს.

თქვა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე სუს-ის მოსმენებთან და 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა