logo
ENG


თარგამაძე სარჩელზე: პირდაპირი გზავნილია, რას აპირებს ქართული ოცნება არჩევნების შემდეგ
  • 1496ნახვები

ეს არჩევნებამდე ორი დღით ადრე როცა კეთდება, პირდაპირი გზავნილია მთელი ქართული საზოგადოებისთვის, მარტო მედიისთვის არა, რას აპირებს ქართული ოცნება არჩევნების შემდეგ.

ხელისუფლების გამკრიტიკებელიც კი არავინ არ უნდა იყოს, ან თუ იქნება, მათი ხმა ქართულ ტელევიზიაში, ქართულ ენაზე არ ისმოდეს, ეს არის მიზანი და ამოცანა, რომ შემდეგ ეტაპზე დაყადაღდეს ქონება, მათ შორის უპირველეს ყოვლისა იგულისხმება ტელეკომპანია ფორმულა, იმიტომ, რომ სხვა ქონება, რამდენადაც მე ვიცი, საქართველოში არც კი არსებობს ჩვენი დამფუძნებლის კუთვნილი და ეს არის პირდაპირი არამარტო გზავნილი, არამედ ნაბიჯი იმისთვის, რომ კრიტიკული ტელევიზიები დახურონ.

თქვა ფორმულას დირექტორის მოადგილე გიორგი თარგამაძემ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალ სარჩელთან დაკავშირებით. თავდაცვის სამინისტრო ფორმულას მფლობელს უჩივის.



ასევე ნახეთ
close დახურვა