logo
ENG


თარგამაძე: ჩემი და ჩემი კოლეგების პასუხი ოცნების მთავრობისადმი არის, რომ თქვენი არ გვეშინია
  • 815ნახვები

ხელისუფლების მიზანი და ამოცანაა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, როგორც ამას გვპირდებიან, არათუ არჩევნები აღარ ჩატარდეს, არამედ პოლიტიკური, თუ პლურალისტური პროცესი საერთოდ მოკვდეს. ამ გეგმის ნაწილია, რომ ქვეყანაში აღარ არსებობდეს კრიტიკული სატელევიზიო სივრცე, სადაც ხალხი დაიცავს თავს მმართველი კლანისგან, ძარცვისგან და ჩაგვრისგან.

ტელეკომპანია ფორმულა, რომელიც ამ დღეებში 2 წლის ხდება, ასრულებს და შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც ამ არხის დაფუძნების დღიდანვე ჰქონდათ დამფუძნებლებს, თუ აქ მომუშავე ყველა ჟურნალისტსა და ყველა ოპერატორს, იყო და რჩება პოლარიზაციის შემცირება, ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ჩვენ, განსხვავებული შეხედულებიბს მქონე ქართველები და არაქართველები შევძლებთ საერთო დემოკრატიული, ევროპული სივრცის მშენებლობას. 

დღევანდელ გამოწვევაზე, ჩემი და ჩემი კოლეგების პასუხი ქართული ოცნების მთავრობისადმი არის, რომ ჩვენ თქვენი არ გვეშინია. სასწორზე დევს გაცილებით მნიშვნელოვანი რამ თითოეული ჩვენგანისთვის. ბევრი რამ გამოვიარეთ და გადავიტანეთ, რათა გადავარჩინოთ საქართველოში სიტყვის თავისუფლება. 

 

თქვა ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თარგამაძემ ბრიფინგზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა