logo
ENG


მშვილდაძე თავდაცვის სარჩელზე: ეს არის დარჩენილი კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობა
  • 818ნახვები

აბსოლუტურად გასაგებია, რა ხდება - ეს არის ერთადერთი დარჩენილი კრიტიკული აზრის, ღია და თავისუფალი სივრცის ჩახშობის, მოშთობის მცდელობა. მთლიანად მათია სასამართლო, პროკურატურა, ყველა ძალოვანი სტრუქტურა, ენჯეოებს უტევენ და მედია - ახლა არის ამაზე შეტევა.

ყველას მინდა რომ ესმოდეს, ვინც იქიდან რაღაცებს გეგმავს. ამ ტელევიზიაში ინვესტირებულია არამხოლოდ ფული, არამედ თითოეული აქ მყოფი ადამიანის და ჩვენი ბევრი თანამშრომლის, თითოეული ჩვენგანის დრო, ენერგია და უსაფრთხოება, ჩვენი ოჯახების უსაფრთხოება, ვახო სანაიას ჯანმრთელობაა ინვესტირებული, რატი წვერავას და გიორგი კიკაბიძის, ჩვენი ოპერატორების უსაფრთხოება, რომლებიც 5-6 ივლისს ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლის წლებია ინვესტირებული, რომელიც მოაკლდება სადღაც ბოლოში იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის.

ყველამ იცოდეს, თუ ვინმეს რამე ილუზია აქვს, რომ დაშინებით და ამ ფორმით, ვინმეს აქ შეაშინებენ - პირიქით, გაასმაგებული ენერგიით გადაგტეხავთ წელში ამ უსამართლო ძალადობის სისტემას და იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ზეგ დამთავრდება. ზეგვე იქნება ის ნათელი, რომ ამ ქვეყანაში მმართველობის ეს ფორმა - ტირანია, მიტაცება და ერთი ადამიანის ჭკუაზე რაღაცების კეთება დამთავრდება და დაიწყება რაღაც ახალი, რომელსაც ყველანი ერთად შევქმნით.

თქვა ფორმულას ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიშა მშვილდაძემ. არჩევებამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ფორმულას მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში სარჩელი შეაქვს.



ასევე ნახეთ
close დახურვა