logo
ENG


ხოშტარია: მედია ოცნების მთავარი სამიზნეა, ჟურნალისტებზე გადის ყველა მოქალაქის თავისუფლება
  • 1187ნახვები

სოლიდარობა ფორმულას, ფორმულას ყველა ჟურნალისტს. ძალიან საამაყოა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს ასეთი ჟურნალისტები, რომლებსაც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად უწევთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების ინტერესების დაცვა. ყოველ წუთიერად ივსებოდა სოციალური მედია ფორმულას სოლიდარობის განცხადებებით, არავინ იფიქროს, რომ ფორმულა ან ნებისმიერი მედია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთვევაში ფორმულა მარტო იქნება ამ გამოწვევის წინაშე. თუ საჭირო იქნება ფიზიკურადაც დავიცავთ ამ ტელევიზიას. დღეს ჟურნალისტებზე გადის ამ ქვეყნის აბსოლუტურად ყველა მოქალაქის თავისუფლება. 

დღეს მედია არის ქართული ოცნების მთავარი სამიზნე, ყველაზე დიდ დისკომფორტს ხელისუფლების მიტაცებაში უქმნის მედია. ტელევიზია არის საშუალება, რომ შენი პრობლემა მიიტანო გამოააშკარავო და იბრძოლო შენი უფლებებისთვის და ასევე, პოლიტიკური ბრძოლისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ქართული ოცნებისთვის ეს არის ძალიან დიდი თავის ტკივილი.

თქვა დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გადაცემა კომენტარში. არჩევებამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ფორმულას მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში სარჩელი შეაქვს.



ასევე ნახეთ
close დახურვა