logo
ENG


სააკაშვილი: 3-ში დილიდან თბილისისკენ, ჩემი თხოვნაა კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი
  • 1310ნახვები

ყველას უნდა გვესმოდეს რომ ოცნებისთვის ხმის მიცემა იქნება საქართველოსთვის სასიკვდილო განაჩენის ხელმოწერა. ამიტომ 2 ოქტომბერს ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე საქართველოს გადასარჩენად. ხოლო 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად.მეც შევუერთდები ერთ-ერთ ასეთ კოლონას.

ამიტომ ჩემი თხოვნაა კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება. თუ მანამდე მოახერხა უზურპატორმა მთავრობამ ჩემი დაკავება, ამან კიდევ მეტად უნდა გააძლიეროს ჩვენი ძალა. ორივე შემთხვევაში მე უკან არ ვიხევ და იმედია არც თქვენ.

წერს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი facebook-ზე. დღეს, სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.



ასევე ნახეთ
close დახურვა