ჩვენი ინფორმაციით, ჩვენ დამაჯერებლად ვიგებთ თბილისში, ეს არის ძალიან მნშვნელოვანი. ჩვენს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი აქტიურობა მოიტანს ქვეყანაში ცვლილებებს. უბნების დახურვამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. ყველას მოვუწოდებ, რომ მივიდეთ უბნებზე, ვანახოთ ეს ჩვენი შემართება არა ჩვენთვის, ოპოზიციისთვის, არამედ თქვენთვის, თქვენი მომავლისთვის და ვანახოთ, რომ საქართველო ეს არის ღირსეული, ამაყი მოქალაქეების ქვეყანა, რომლებიც არჩევანს არავის აჩუქებენ. ყველა უბნებზე, ყველა ყურადღებით, ყველამ დავიცავთ ჩვენი არჩევანი და საღამოს ვიზეიმოთ გამარჯვება.
თქვა ბრიფინგზე დროას ლიდერმა და გლდანში ოპოზიციის საერთო კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.