logo
ENG


ხოშტარია: დედაქალაქის მოგება არის ქართული ოცნების დამარცხება
  • 1650ნახვები

დედაქალაქმა თქვა თავისი სიტყვა, ხალხი გამოვიდა და ქართული ოცნება დაამარცხა, ეს არის ყველაზე მნიშნველოვანი, კოალიციამ დაამარცხა ქართული ოცნება დედაქალაქში. ახლა ჩვენი ყველას ამოცანააა დავიცვათ ხმები და ძალიან მალე თბილისს ეყოლება კოალიციური მმართველობა 

არ არსებობს ქართული ოცნების კვლევა, ის რასაც ამბობენ, ასე ცოტას რომ იწერენ, ნიშნავს, რომ მართლა მინუს ათია ალბათ რასაც იწერენ იმაზე, მსჯელობასაც არ ვაპირებ ოცნების კვლევებზე. "ედისონი" და "იფსოსი" ორი ობიექტური კვლევა ამყარებს, რომ სურათი არის ნათელი და თბილისი არის მოგებული, დედაქალაქის მოგება არის ქართული ოცნების დამარცხება.

ჩვენ ვნახეთ მობილიზებული თბილისი, ამან მოიტანა შედეგი ახლა რეგიონებშიც და თბილისშიც უნდა დავიცვათ ხმები, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეგიონებში ხალხს ეშინია ხოლმე კვლევებზე პასუხის გაცემა. 

თქვა ელენე ხოშტარიამ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების  ეგზიტპოლის შედეგებთან დაკავშირებით. ედისონ რისერჩის მონაცმებით, კახა კალაძემ 43% მიიღო, ნიკა მელიამ - 39%. 



ასევე ნახეთ
close დახურვა