სად არის რიგგარეშე არჩევნები?! არ არის!
სად არის საპროტესტო აქციები და რევოლუცია?! რატომ არის დღეს ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი?! რიგგარეშე არჩევნები არ არის, ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრია, ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, ამას გისამძიმრებთ.
ასე მიმართა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე.