logo
ENG


კახი კახიშვილი: სააკაშვილი ციხეში კარგ პირობებში რომაა, ეს არის ჩვენი დამსახურება
  • 1245ნახვები

მე საერთოდ არ მიხარია არავის ციხეში ჯდომა, მაგრამ მინდა, სხვაობა ნახოთ. როცა ბატონი ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები დაიჭირეს - სულხან მოლაშვილი, მირცხულავა და ა.შ - სად ისხდნენ, რა პირობებში, ჰქონდათ თუ არა მათ მხარდამჭერებს მათთან შესვლის საშუალება და მათი ოჯახი იმაზე კი არ ფიქრობდა, რა სასამართლო განიხილავს და რამდენ ბრალს დაუტოვებენ და რამდენს - არა, იმაზე ფიქრობდნენ, ცოცხლები გამოვლენ იქიდან თუ არ გამოვლენ, შეგნებულად ჩასვამენ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებთან თუ არა.  

როცა ვსაუბრობთ შიმშილობის გამოცხადებაზე, კარგია, რომ დღეს შიმშილობის გამოცხადება არის პიროვნების ნების თავისუფლება, როცა წლების მანძილზე ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა, როცა ისედაც არ იყო საჭმელი ციხეში და ყველა შიმშილობდა. 

როცა დრეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია, და სხვათა შორის, ეს მისმა კოლეგებმა თქვეს, როცა შევიდნენ და ნახეს, ეს არის ზუსტად ჩვენი დამსახურება. როცა ამბობენ, რომ სისტემის თანამშრომლები კარგად ექცევიან და პოლიციამ თავაზიანად მიიყვანა იქ, სადაც მიიყვანა, ესეც ამ სისტემის და მისი ხელმძღვანელობის დამსახურებაა. 

თქვა ქართული ოცნების წევრმა, კახი კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მიხეილ სააკაშვილმა 1-ლი ოქტომბრის დილით თქვა, რომ საქართველოშია, იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს. დაკავების შემდეგ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა