ღრმად დამთრგუნველია ის, რაც საქართველოში ხდება. ბაიდენმა თქვა, რომ მას სურს დემოკრატიის მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში. უფრო მეტის გაკეთება, იმისათვის რომ საქართველოში დემოკრატია იყოს დაცული, კარგი დასაწყისია.
ასე გამოეხმაურა რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნას.