logo
ENG


სააკაშვილი: შიმშილობას არ შევწყვეტ - ჩვენი მხარდაჭერა იზრდება, საჭიროა სიმშვიდე, სიმტკიცე
  • 913ნახვები

არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება აბსოლუტურად აუცილებელია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩემი გათავისუფლებისთვის. ახლა ყველგან, სადაც არის მეორე ტური და ეს არის ყველა დასახლებული პუნქტი, უნდა ვიყოთ შეტევაზე და გავაუნებელვყოთ ივანიშვილის ყველა ხრიკი და გეგმა. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას და ყველა ჩვენს პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს. ჩვენ უნდა მოვიგოთ თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, თელავი, ხაშური, წალენჯიხა, ფოთი, წყალტუბო, მარტვილი და ყველა სხვა ადგილზე არა მხოლოდ მერები, არამედ მეორე ტურში გასული მაჟორიტარები.

უმნიშვნელოვანესია ხმების გადათვლა, ვინაიდან ოცნება თითქმის ყველგან კარგავს უმრავლესობას ამიტომ მიუხედავად უთანასწორობისა, უნდა გამოვიყენოთ და ამოვწუროთ ყველა სამართლებრივი საშუალება. ასევე, უნდა მოვემზადოთ წინასაარჩევნო აქციებისთვის. მე ყოველ წუთიერად ვგრძნობ სატუსაღოში თქვენს მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად მიზღუდავენ გარე კონტაქტს და ამდენი ხანი სასამართლოც კი არ ჩანიშნეს. ელოდებიან, სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა. ასეთი რამე, ყველაზე ჩამორჩენილ ბანანის რესპუბლიკებშიც კი არ მინახავს. 

მიუხედავად ყველა ხრიკისა, ჩვენი მხარდაჭერა ყოველდღე იზრდება და ახლა საჭიროა სიმშვიდე, სიმტკიცე და სიფხიზლე. 

P.S. კიდევ ერთი - ყველა ჭორი, რომელსაც ახლა საზიზღარი მოშეს ჩაწოდებით სუს-ი ავრცელებს, მთლიანად დასაიგნორებელია. ეს გათვლილია ჩვენს დაბნევაზე, დასუსტებასა და ერთმანეთზე გადაკიდებაზე. ბევრ ადამიანს სურს სოლიდარობა, სოლიდარობის ნიშნით შიმშილობის გამოცხადება. მინდა იცოდეთ, რომ ჩემი შიმშილობა სრულიად საკმარისია და მე მას არ შევწყვეტ, ვინაიდან აქ ჩემი ბრძოლის სხვა ფორმები შეზღუდულია. ვინც გარეთ ხართ, უნდა იყოთ კარგ ფიზიკურ და მორალურ ფორმაში გადამწყვეტი ბრძოლისთვის.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მიმართვას ავრცელებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა