logo
ENG


ადამ შიფი: საქართველოს მოვუწოდებ, სააკაშვილს სამართლიანად მოექცნენ
ადამ შიფი
07 ოქტ, 2021 19:10
ადამ შიფი: საქართველოს მოვუწოდებ, სააკაშვილს სამართლიანად მოექცნენ
  • 5622ნახვები

ვუერთდები სახელმწიფო დეპარტამენტს და საქართველოს მოვუწოდებ, სააკაშვილს სამართლიანად მოექცნენ და უზრუნველყონ სამართლიანი პროცესი. მე საქართველოში რამდენიმე წლის წინ ვიყავი და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ვისაუბრე ისეთ საკითხზე, როგორიცაა ზოგიერთი დემოკრატიული ინსტიტუციიდან, პროცესიდან, [უფლებების] დაცვიდან გადახვევა. ეს ყველაფერი წლების წინ იმედისმომცემად გამოიყურებოდა. ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნაში კანონის უზენაესობას დავუჭიროთ მხარი და უზრუნველვყოთ ის, რომ არჩევნები სამართლიანია. ეს რთული დროა. რუსეთის ჯარი საქართველოს მეხუთედის ოკუპაციას აგრძელებს, რომელიც ათწლეულის წინ რუსეთმა კონფლიქტის შემდეგ მიიტაცა. საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია. ქვეყანამ წლების წინ ძალიან იმედისმომცემი რეფორმები დაიწყო, სხვათა შორის სააკაშვილის დროს ბევრი წლის წინ. ჩვენ გვსურს ვიხილოთ ამ რეფორმების გაგრძელება და კანონის უზენაესობის გაძლიერება.

თქვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ ადამ შიფმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა 4 ოქტომბერს თქვა, რომ აშშ მოვლენებს აკვირდება და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ  სააკაშვილმა თანასწორობის პრინციპით, საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს მიერ აღებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად ისარგებლოს.



ასევე ნახეთ
close დახურვა