logo
ENG


გაბუნია: ვერ ვუშვებ იმ შესაძლებლობას, რომ ვაქცინაცია რაიმე ჯგუფისთვის გახდეს სავალდებულო
  • 1563ნახვები

აცრის შესახებ გადაწყვეტილება არის ფუნდამენტური უფლება ადამიანის, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი ჯანმრთელობასთან  დაკავშირებით. პაციენტის უფლებების კანონი ამას ამბობს. ამ შემთხვევაში, მე უნდა გადავწყვიტო, აცრას ჩავიტარებ, თუ არა, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც მაგალითად მე მივდივარ ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც სამინისტრო მეუბნება, რომ ან ვაქცინირებული უნდა ვიყო იმისთვის, რომ აქ მუშაობა გავაგრძელო, ან პისიარ ტესტი მივიტანო კვირაში ერთხელ, რომ არ ვარ ინფიცირებული ან ახალი გადატანილი უნდა მქონდეს დაავადება... ამ შემთხვევაში ვალდებულების კომპონენტი უშუალოდ აცრასთან დაკავშირებით არ არის 100%-იანი, იქ არის არჩევანის შესაძლებლობა, რომ მაქვს საშუალება, გადაწყვეტილება მივიღო.

მე მაინც ვერ ვუშვებ იმ შესაძლებლობას, რომ ვაქცინაცია რაიმე ჯგუფისთვის გახდეს სავალდებულო. ფუნდამენტურად ვეწინააღმდეგები მე ამას.

თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პალიტრანიუსის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა