logo
ENG


მარგველაშვილი: სააკაშვილის გასამართლების მორალური უფლება ამ ხელისუფლებას არ გააჩნია
  • 5329ნახვები

სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს. ეს არის საქართველოსთვის ცუდი. როგორც პრეზიდენტი, რომლის გასამართლების მორალური უფლებაც ამ ხელისუფლებას არ გააჩნია.

იმიტომ არა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ მას არაფერი არ დაუშავებია, მე ამას ვერ ვამტკიცებ, რომ მას არაფერი არ დაუშავებია. თუმცა, იმ საკითხებზე, რომელიც რამდენიმე ნაწილი ვიცი ბრალის, იქ ვიცი, რომ აბსურდულია ბრალი.

მაგრამ, ზოგადად, მე არ ვარ სამართალმცოდნე და იურისტი, რომ გითხრათ, რომ არაფერი არ დაუშავებია. მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ის არის პოლიტიკური ნიშნით ჩასმული ციხეში. იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება არის ავტორიტარული და ამ ხელისუფლებას მისი გასამართლების მორალური უფლება აღარ აქვს

 

თქვა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა TV Pirveli-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნაზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს, ის ახლა რუსთავის ციხეშია და  შიმშილობს.



ასევე ნახეთ
close დახურვა