logo
ENG


კორძაია: საქართველოს მასშტაბით მოხსნილი კანდიდატურების 100% ოპოზიციაზე მოდის
  • 1314ნახვები

წინასაარჩევნო კამპანიის დროს უამრავი ადამიანი ხსნიდა კანდიდატურას. Პოლიტიკური პარტიებისა თუ ამ ადამიანების გარემოცვის მხრიდან აქტიურად მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ ეს ადამიანები დააშინეს. ოფიციალურად, კანდიდატურის მოხსნის მიზეზად ოჯახური მდგომარეობის ან ჯანმრთელობის პრობლემები სახელდებოდა.

დავინტერესდი, რამდენად აწუხებს ეს "ოჯახური და ჯანმრთელობის" პრობლემები სახელისუფლებო კანდიდატებს და აღმოჩნდა, რომ საქართველოს მასშტაბით მოხსნილი კანდიდატურების 100% ოპოზიციაზე მოდის. 661 შემთხვევიდან ქართული ოცნების არცერთ კანდიდატს არ მოუხსნია კანდიდატურა.

ვისაც ჰგონია, რომ ეს უბრალო დამთხვევაა და დაშინებასთან ადგილი არ გვაქვს, შესაშური ოპტიმიზმი ჰქონია. Რა თქმა უნდა, ამ ადამიანების დიდი ნაწილი დააშინეს და აიძულეს, კანდიდატურები მოეხსნათ. ამის თქმის უფლებას გვაძლევს ისიც, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციაზე დაშინებისა და ზეწოლის ათეულობით კონკრეტული ფაქტი გვაქვს აღრიცხული და დამუშავებული.

წერს Facebook-ზე გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას წევრი და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია.



ასევე ნახეთ
close დახურვა