logo
ENG


სამადაშვილი: ოცნება სააკაშვილის დევნით ხელს უშლის ჩვენს მომავალს ევროკავშირსა და ნატო-ში
  • 584ნახვები

მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, ცხადია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივაციით სამართლებრივი დევნა ხორციელდება. ეს არის ის პრეზიდენტი, რომელმაც 2012 წელს ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა ქართულ ოცნებას და გზა გახსნა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას დასავლეთისკენ სვლა გაეგრძელებინა. დღეს ქართული ოცნება პოლიტიკური დევნის გზით სააკაშვილის წინააღმდეგ, ხელს უშლის პირდაპირ ჩვენს მომავალს ევროკავშირში და ნატო-ში. სააკაშვილის პატიმრობა არ არის მისი კერძო საკითხი და არ ეხება მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას, ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენი სახელმწიფო დადგა. 

თქვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა. საქართველოს ყოფილი პრეზოდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის მე-11 დღეა შიმშილობს.



ასევე ნახეთ
close დახურვა